ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს - რა სინდრომი ჰქვია ამას, რომ გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ? გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე

რა სინდრომი ჰქვია ამას, რომ გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ? გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოდიშარია გუშინ, პლენარულ სხდომათა დარბაზში მი⁷ს მიერ გამოყენებულ რეპლიკებთან დაკავშირებით გამოხმაურებებს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს მისი „ღირსების საკითხი იყო“.

„გუშინ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალთან დაკავშირებით განვმარტე, რომ ქალთა კვოტირებასთან არ იყო დაკავშირებული ჩემი, თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან. ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ.

გუშინ, ადამიანურად, მათ შორის საკუთარ თავს, ღირსებას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, აქ მსხდომ ადამიანებს ვეცი პატივი და განვმარტე, რა იყო და როგორ იყო და არა იმ არხის მითითებით, რომლის დამფუძნებელიც ითხოვდა, რომ სტუდიაში მოეტანათ საკუთარი მშობლების რაღაც- რაღაცები, რომ შემდეგ მას გარკვეული ძალადობა განეხორციელებინა. ეს იქამდე, ვიდრე პრეზიდენტს უწოდებდა იმას, რაც უწოდა; ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უწოდებდა, რაც უწოდა; ასევე პატრიარქს, სინოდის წევრებს, საზოგადოების წევრებს, რა ლექსიკით მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომდა ყოველგვარი ინსტრუქციის, მიზნობრიობის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს, რაში აპირებენ ამ ფულის დახარჯვას, გამოიყენეს სპეც. ტექნიკა. ვთქვი ის, რაც ვთქვი და ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო. განვუმარტე ადამიანებს, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას, ვინც აქ ბრძანდებიან, ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

რა სინდრომი ჰქვია ამას - გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე რომ იღებ. გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე. გასაგებია, რომ არ ადარდებთ, რა ითქვა. ეს არის შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების“, - მიმართა ბექა ოდიშარიამ ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს