შოთა შალელაშვილი - მიმაჩნია, ეს კანონპროექტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ასობით ფაქტს ასაჯაროებენ ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის საქმეებზე

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით საზოგადოების აქტიური ნაწილი, ახალგაზრდა თაობა მიიჩნევს, რომ საპარლამანტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ მიმართულია, - ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს სერიოზულად დააზიანებს.

“მიმაჩნია, ეს კანონპროექტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ასობით ფაქტს ასაჯაროვებენ ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის საქმეებზე. არსებობს მაგალითი, როცა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ, სხვა ქვეყნებში ბევრმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ანალოგიურ ბედს გაიზიარებენ ჩვენი არასამთავრებო ორგანიზაციები.

ეს კანონი არ არის საქართველოს ის არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია იბრძვის ქართული საზოგადოება. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსებაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს“, - აცხადებს შოთა შალელაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა