ქეთევან თურაზაშვილი - რაც გუშინ ბექა ოდიშარიამ იკადრა, ეს არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია არ დაისაჯა - „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი საქციელი ძალადობას და ქალებზე თავდასხმას ახალისებს

რაც გუშინ ბექა ოდიშარიამ იკადრა საქართველოს პარლამენტში, ეს არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია არ დაისაჯა და ის ისევ არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ისევ იკავებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კვოტირების გაუქმების ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის დასაპირისპირებლად გამოიყენა.

„ასეთი საქციელი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რა თქმა უნდა, ახალისებს ძალადობას და ქალებზე თავდასხმას და მათ იციან, რომ რაც არ უნდა თქვან, როგორი სიძულვილიც არ უნდა გამოავლინონ, მათ პასუხს არავინ მოსთხოვს. რაც შეეხება „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზარ-ზეიმით აიტაცა, ემსახურება არა მხოლოდ პოლიტიკაში ქალთა შემცირებას და ბოლოს საერთოდ გაქრობას, ნაკლებად მოტივირებულ და ნაკლებად ძლიერ ქალს, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ინიციატივა ძალიან ეფექტურად გამოიყენა ოპოზიციის დასაპირისპირებლად. რაც დღეს ჩვენ დარბაზში ვნახეთ, სწორედ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივის ატაცების შედეგი იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, გადავდოთ წყენა, რადგან ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანესია. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, ახლა ჩხუბი არ შეიძლება არანაირ საკითხზე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის განვითარების და მომავლის ბედი, ამიტომ დავდგეთ ერთად, რომ უფრო ეფექტურად მოვიგოთ ბრძოლა“, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო