შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გამოცდებისათვის რეგისტრაცია წარმატებითაა გავლილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი მიიღებს ხუთნიშნა პაროლს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ აუცილებელია თანხის გადახდის შემდეგ ეწვიოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს და დაასრულოთ რეგისტრაცია.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 აპრილს, 18:00 საათზე 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია წარმატებითაა გავლილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი მიიღებს ხუთნიშნა პაროლს.

აუცილებელია თანხის გადახდის შემდეგ ეწვიოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს და დაასრულოთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია აბიტურიენტებისათვის:

რეგისტრაციას აბიტურიენტი გადის ვებგვერდზე online.naec.ge.

მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს პირად ნომერს, კრეფს მოცემულ სიმბოლოებს და აჭერს გაგრძელების ღილაკს. შემდეგ ამოწმებს პირად ნომერს და აგრძელებს რეგისტრაციის პროცესს.

რეგისტრაციის გასაგრძელებლად აბიტურიენტი უნდა გაეცნოს მოცემულ პირობებს და დაადასტუროს მათი გაცნობა.

ასევე უნდა შეავსოს შემდეგი ველები: სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი), მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერი.

თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან გამოაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან. განაცხადები მიიღება 15 აპრილის 18:00 საათამდე.

აუცილებელი ველების შევსებისა და ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალის მითითების შემდეგ აბიტურიენტი აჭერს შენახვის ღილაკს, რის შემდეგაც ეკრანზე დაინახავს პაროლს (ხუთნიშნა კოდს), რომელიც შემდგომში პირად გვერდზე შესვლისას უნდა გამოიყენოს. ეს კოდი (პაროლი) აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც დაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ მობილურის ნომერზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა ამობეჭდოს ან შეინახოს (pdf ფორმატში) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი!

პროგრამების წაშლის, არჩევისა და ცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აგვისტოს თვეში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო