მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შიდა აეროპორტებს ჰქონდეთ წვდომა და კავშირი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებთან

საქართველოს მთავრობა განაგრძობს, იყოს ქვეყანაში შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდგომში ფრენის ტარიფის სუბსიდირების მთავარი პარტნიორი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ახალი ტენდერი მოემსახურება შიდა ფრენების გრძელვადიან ოპერირებას, რათა, პირველ რიგში, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასით მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ რეგიონებში ტურისტული ნაკადების ზრდას. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ შიდა ფრენების სტიმულირების პროექტმა 4-ვე ტურისტულ სეზონზე საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ტურისტული ნაკადების ზრდაზე დიდი ეფექტი მოახდინა,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შიდა აეროპორტებს ჰქონდეთ წვდომა და კავშირი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებთან.

„ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით შეძლონ, იმოგზაურონ ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან დედაქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია სვანეთისთვის, რაჭისთვის, კახეთისთვის, ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები. ასევე შიდა ფრენების სტიმულირებით, ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს