ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ეწვივნენ. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუნკრებმა დაათვალიერეს უახლესი სპეცტექნიკა, თვითმფრინავების სადგომი და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის ტერმინალები, რომლის გეგმური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თბილისისა და ბათუმის ოპერატორმა კომპანია Tav Georgia-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

მოგვიანებით, იუნკრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ UAG აკადემიაში უმასპინძლა და საქართველოს საავიაციო ბაზარსა და აეროპორტების გაერთიანების საქმიანობაზე ესაუბრა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გორის სამხედრო აკადემიის იუნკრებს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი სტუმრობა. გავაცანით ჩვენი კომპანიის და ზოგადად, აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა, მმართველობის სტილი და ის მახასიათებლები, რომლებიც აეროპორტს ახასიათებს. ვისაუბრეთ სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის თანაცხოვრებაზე. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მათი მხრიდან დიდი იყო დაინტერესება. მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისთვის. ჩვენი კარი მუდმივად ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის ეს იქნება სამხედრო თუ სამოქალაქო პირი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება