„ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-ში განუცხადეს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება.

„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო“, - აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ, თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა პარტიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და „2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება