კახა კალაძე - გინება არავისთვის მოსაწონი არ არის, სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები

რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის - სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა, მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, არავისგან, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქმედებები მისაღები არ არის.

“ბექამ ამაზე უკვე ისაუბრა, რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის. სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები. გავიხსენოთ, თუნდაც იგივე ქალბატონი თეა წულუკიანი, როდესაც პარლამენტში იმყოფებოდა. თქვენ მოგეწონათ მათი ქმედებები? რაც მაშინ იკადრეს იმ ქალმა დეპუტატებმა? მაშინ, როდესაც ამ ქალებმა გააკეთეს ის სიბინძურე და იკადრეს ის რაც იკადრეს, მაშინაც უნდა გამოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები, არ უნდა ყოფილიყო მოსაწონი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავისგან, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქმედებები მისაღები არ არის”, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება