„ხალხური რეწვა აჭარაში“- ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს

„ხალხური რეწვა აჭარაში“- ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს. წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა. მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის ბეჭდვა მაისის ბოლომდე იგეგმება.

„ხალხური რეწვა აჭარაში“ რიგით მეხუთე წიგნია, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოამზადა. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“ და „ხალხური თამაშობები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებგვერდზე-ზე შეუძლიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება