დმიტრო კულება - გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას

გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც “რამშტაინის” ფორმატში არსებული საჰაერო თავდაცვაზე კოალიციის მეთაური ქვეყანა, “დაუყოვნებლივ დააინიცირებს არა მხოლოდ მოკავშირეებთან, არამედ მთლიანად მსოფლიოში არსებული Patriot და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების, კომპლექსების ანალიზს.”

“რისი გაკეთება შეიძლება, როგორი კომბინაციების აწყობა იმისთვის, რომ ეს კომპლექსები უკრაინაში ჩავიდეს”, - დასძინა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე ის მხოლოდ ერთ თემაზე კონცენტრირდა - Patriot სისტემების უკრაინისთვის მიწოდებაზე, თუმცა მოკავშირეები გრძელვადიანი ვალდებულებების განხილვას გეგმავდნენ.

“ერთ-ერთმა ძალიან გამოცდილმა მინისტრმა მითხრა, რომ ეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყველაზე მკაცრი გამოსვლა იყო, რომელიც ოდესმე გაუგონია. ბოდიში მოვიხადე იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა გავაფუჭე - ნატოს დაბადების დღე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ კოლეგებისთვის ხარკოვის, ოდესის, ლვოვის მცხოვრებლების სასტიკი რეალობა უნდა ამეხსნა,” - განაცხადა კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მინისტრები, რომლებიც უკრაინაში ყოფილან და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა გაუგონიათ, “სხვანაირად რეაგირებენ” კიევის შესაბამის მოთხოვნებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება