მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია - არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ

ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

როგორც ის წერილში აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ერთიანობა და შეუპოვრობა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს.

„ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.

ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!

არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება