ლატვიის სეიმის წევრი - ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია - მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას

ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია, მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (სეიმის) წევრი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს სასწორი კიდევ ერთხელ კრემლისკენ იხრება…

ციტირებული საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია, მარტო არაა ამაზე პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია თავისი სიტყვებისთვის, რომლებითაც მიმართა თავის კოლეგებს, პარლამენტის ქალ წევრებს. ტექსტი - ცალსახად, ამაზრზენი, ბილწი.

ბექა ოდიშარია ამ მომენტისთვის ასევე საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულია - პიროვნება, რომელსაც ლატვია თავის წარმომადგენლობას ანდობს… სირცხვილია ასე გაგრძელება; საჭიროზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ საპატიო კონსულის სტატუსი გაწვეულ იქნას.

სასწორის თეფშების შესახებ. საქართველო კვლავ ნელ-ნელა მიდის კრემლისკენ და სულ უფრო და უფრო შორდება ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საქართველოს მომავლის ევროატლანტიკურ სივრცეში აწყობის სასარგებლოდ. გამოცოცხლებული ზომბი - “უცხოური აგენტები” კანონპროექტი, რომელიც რუსეთზეა მოდელირებული და უმრავლესობით უარყოფილი. კარგი არგუმენტები და დათმობის გზები სრულდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორე მხარე არ ბრუნდება, არამედ გშორდება,” - წერს კოლსი X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს