მედია - ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ

ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს.

კერძოდ, სომხეთისა და ყირგიზეთის შემდეგ რუსული საგადასახადო სისტემა “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კრემლის საკვანძო სავაჭრო პარტნიორია და შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

“მირ”-ის სისტემის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს ყაზახეთის უდიდესი ბანკი - Halyk Bank-ი. მედია აღნიშნავს, რომ ბანკმა სრულიად შეწყვიტა რუსული ბარათების მომსახურება, მათ შორის გადარიცხვების, ტერმინალების მეშვეობით გადახდისა და ბანკომატიდან თანხების გამოტანის სერვისი.

ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციები “საგადასახადო ბარათების ეროვნულ სისტემას” შეეხო - რუსეთის ცენტრალური ბანკის “შვილობილ” კომპანიას, რომელიც “მირ” ბარათების გაცემაზე და მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.

რუსულ ბარათებზე მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ “ვითიბი ყაზახეთი” და Bereke bank-ი (რუსული “სბერბანკის” ყოფილი ყაზახური შვილობილი კომპანია).

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება