რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში 40-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, გაანადგურეს 40-ზე მეტი სამიზნე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიურ შეტევას იგერიებდნენ.

„თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტრო ქვესადგური. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად", - წერს გოლუბევი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება