თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია, - თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჯო ბაიდენმა ცხადყო, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზასთან მიმართებაში განისაზღვრება ჩვენი შეფასებით ამ ნაბიჯებზე ისრაელის დაუყოვნებელი ქმედებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, მიანიჭოს უფლებამოსილება მისცეს თავის მომლაპარაკებლებს, დაუყოვნებლად დადონ შეთანხმება მძევლების შინ დაბრუნების მიზნით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ირანის საჯარო მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება