რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - „კროკუსზე“ თავდამსხმელი ერთ-ერთი ტერორისტის ტელეფონში აღმოჩენილია ფოტო, რომელზედაც გამოსახული არიან ფორმიანი ადამიანები უკრაინის დროშით ხელში

„კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ტელეფონში აღმოაჩინეს ფოტო, რომელზედაც გამოსახული არიან ფორმიანი ადამიანები უკრაინის დროშით ხელში, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტერორისტის ტელეფონში იყო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ფოტო, უკრაინის დროშით ხელში დანგრეული სახლების. ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს ჩადენილი ტერორისტულ აქტსა და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შორის კავშირზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელებმა ტერორისტული თავდასხმისთვის „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზი აირჩიეს კურატორის მითითებით, რომელიც მათ ქმედებებს ხელმძღვანელობდა.

”2024 წლის 24 თებერვლის დილას, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წლისთავზე, ერთ–ერთმა თანამზრახველმა, კურატორის მითითებით, მას გაუგზავნა „კროკუს სითი ჰოლისა“ და მასთან მისასვლელი გზების სკრინშოტები“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებასა და დაფინანსებაში უკრაინის სპეცსამსახურების და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა.ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს