ანა ბუჩუკური - კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც მისი საქციელი აღვწეროთ

საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების" სახეა.

ბექა ოდიშარია არის ის ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს, 2012 წელს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ და დღეს არის „ოცნების“ სახე. ეს არის ის ადამიანი, რომელიც 2012-ში „ოცნების" წინააღმდეგ იბრძოდა და დღეს არის „ოცნების“ სახე. უღირსიც აღარ ჰქვია, ვერ ვპოულობ სიტყვას, რომლითაც შეიძლება აღვწეროთ მისი საქციელი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება