ანა ბუჩუკური - იცით, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული? - იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთს და პარტნიორებს, მეგობრებს

ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი - თუკი ვინმეს გავლენებს უნდა ვებრძოლოთ, ეს არის პირველ რიგში რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი რეალურად, არ არის გამჭვირვალობა.

"ამ კანონს რუსული პროექტი დაერქვა არა იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, არამედ ქართველმა ხალხმა უწოდა ამ კანონპროექტს რუსული. იცით, რატომ არის რუსული? იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ მტერს, ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს და ოფიციალურ პარტნიორებს, მეგობრებს, როგორიც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ არის ეს თავისი შინაარსით რუსული. ქართველმა ხალხმა ამ კანონს დაარქვა რუსული, იმიტომ რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი. ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი, ამიტომ თუკი ვინმეს გავლენებს უნდა ვებრძოლოთ ნეგატიურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში, რუსეთის ფედერაცია.

რაც შეეხება გამჭვირვალობას - გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ეხებოდეს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ხელისუფლებას, თანამდებობის პირებს," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს