ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, რომელიც ადრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაიდო.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის აღდგენა, რომელიც მედია საშუალებებს უცხოური კონტროლის ქვეშ აყენებს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ პრეტენზიასთან შესაბამისობაში იყვნენ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან. ის საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.

მისივე თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კანონი უნდა გაიწვიოს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს