დიმიტრი ხუნდაძე - თუ ევროკავშირში მისაღებად პირობა საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა იქნება, მაშინ ამას შეიძლება დავარქვათ მეგობრობა ძალადობით - ეს მინიმუმ მიუღებელია!

თუ პირობა იქნება ის, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება და სიმართლე დასამალია, მაშინ შეიძლება ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ მეგობრობა ძალადობით! ეს მინიმუმ მიუღებელია! - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საერთაშორისო გამოხმაურების საპასუხოდ გააკეთა.

ხუნდაძის თქმით, „დასამალია ის, რაც მომწოდებლისგან გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება“.

როგორც ხუნდაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „გარე დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან მოლოტოვის კოქტეილების სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება და საზოგადოება მასში არ უნდა ჩაერთოს".

„მოცემულობა ასეთია - ეს კანონი რუსული ვეღარ არის!გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი ინიცირებიდან ერთი წელი გავიდა და ოპოზიცია არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არა აქვს. უფრო მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავად ევროკავშირმა დააინიცირა, ხოლო ეს კანონი საფრანგეთმა ქვედა პალატის თანხმობით მიიღო - თუ ეს კანონი ევროკავშირში არის ამერიკულ-ბრიტანული, საქართველოში რატომ არის რუსული?! აჟიოტაჟი ძირითადად ატეხილია არასამთავრობო სექტორიდან - ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში მოქმედებს შავი ფული და ძირითადი გამტარი არის არასამთავრობო სექტორი. კანონი მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, უცხოური ფული დადეკლარირდეს და საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, თუ საიდან შემოედინება, რა მიზნობრიობით, რისთვის იხარჯება და ვინ ხარჯავს მას. რა თქმა უნდა, არსებობს გარე ძალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, რომლებიც აყენებენ პირობას, რომ თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა. იბადება კითხვა, თუკი თავად ევროკავშირში ასეთი კანონი არსებობს, მაშინ რატომ არ შეიძლება ეს კანონი საქართველოს ჰქონდეს? და თუ პირობა იქნება ის, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება და სიმართლე არის დასამალი - ხოლო დასამალია ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება - მაშინ შეიძლება ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ მეგობრობა ძალადობით! ეს მინიმუმ მიუღებელია! მჯერა, რომ ქვეყნის გარეთ ჭეშმარიტი პარტნიორები ჭეშმარიტი დასავლური ურთიერთობებით საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ. თავად ევროკავშირში დგას საკითხი, რომ საჭიროა ამდაგვარი კანონის მიღება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო