მედია - უკრაინამ რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზაზე დიდი თავდასხმა განახორციელა, განადგურებულია 6 სამხედრო თვითმფრინავი

უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია და ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა, - ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია.

სააგენტოს წყაროს თქმით, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.

Reuters-ის წყაროს არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიდევ რვა სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.

ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათი უმეტესობა როსტოვის ოლქის თავზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება