ანა ნაცვლიშვილი - რა მოიტანა პოლიტიკაში საჯაროდ მესამედ მობრუნებულმა ივანიშვილმა? სამუშაოები ადგილები? - არა, ახალგაზრდებისთვის რაიმე პერსპექტივა? -არა, რაიმე სოციალური პროექტი? - არა, მან ერთადერთი რამ მოიტანა - „რუსული კანონი“

რა მოიტანა მესამედ საჯაროდ პოლიტიკაში მობრუნებულმა [ბიძინა] ივანიშვილმა? სამუშაოები ადგილები? - არა. ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში რაიმე პერსპექტივა? -არა. რაიმე სოციალური პროექტი? - არა. მან ერთადერთი რამ მოიტანა უკან - „რუსული კანონი“, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლის შეთავაზებაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის.

„მესამედ, საჯაროდ, პოლიტიკაში მობრუნდა [ბიძინა] ივანიშვილი. რა მოიტანა მესამედ საჯაროდ პოლიტიკაში მობრუნებულმა ივანიშვილმა? სამუშაოები ადგილები? - არა. ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში რაიმე პერსპექტივა? -არა. რაიმე სოციალური პროექტი? - არა. მან ერთადერთი რამ მოიტანა - „რუსული კანონი“. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ამ გზას, რუსულ გზას, ქართველმა ხალხმა ერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, გადამწყვეტი ბრძოლა იქნება არჩევნებზე, როდესაც უნდა დასრულდეს არა მხოლოდ „რუსული კანონი“, არამედ „რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით სამიზნედ ქალები ამოიღო და ამ ბრძოლის ინსტრუმენტი ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენაა.

„ეს ხელისუფლება ებრძვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვერ დაიმორჩილა, ვერ დააშინა, ვერ დაიქვემდებარა და ვერ გააკონტროლა. ქალებთან მიმართებით ამ ბრძოლის ინსტრუმენტი ყველაზე ხშირად არის სექსისტური სიძულვილის ენა. თუმცა ის არა მხოლოდ ქალებს გვებრძვის, უბრალოდ, ქალები განსაკუთრებით ამოგვიღეს სამიზნედ. ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც პირად საუბრებში არაერთხელ გვითხრეს, რომ ჩვენ, ქალი დეპუტატები მათ სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით და ისინი ამას არ შეეგუებიან“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება