იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ძალიან დიდი კომედიაა - ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ

„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, ჩემი აზრით, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები"ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ" და დარწმუნებულია, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს.

"შენ რომ "ქოცი" ხარ და შენი ფინანსები ისეთია, როგორიცაა და სხვის გაუმჭვირვალობაზე ლაპარაკობ, მით უმეტეს, ამერიკული ან დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც ათასგვარ რეპორტებს აწერინებენ [NGO-ებს], მათ შორის, ხშირად არასაჭიროს და მაგ ხალხზე რომ ამბობ, იმათი გაუმჭვირვალეა და ჩემი გამჭვირვალეო, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტი, სასაცილოც არის," - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტს, ხვიჩია აღნიშნავს, რომ ესეც "რუსული კანონია".

"ჩემი აზრით, ეს ისეთივე რუსული კანონია, როგორიც "ქოცების" შემოგდებული კანონი. თუ შენ ასეთ აკრძალვას შემოიღებ, რუსები წავლენ და ამერიკის გავლით შემოიტანენ საქართველოში ფულს," - აღნიშნა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება