მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შექმნილი ინოვაციური, AI ტრანსფორმაციული რუკები, BTU-ს MBA პროგრამაში ჩაშენდება

პირველად საქართველოში, ინოვაციური სწავლების მეთოდი - ინდუსტრიების სიღრმისეული ანალიზი, WEF-ის ტრანსფორმაციული რუკებით, BTU-ს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე იქნება შეთავაზებული.

სიახლის ფარგლებში დაინერგება სწავლების ახალი, ინოვაციური მეთოდი, რომელიც იყენებს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის თეორიის უკანასკნელ მიღწევებს. უახლესი კვლევების, ინტერაქტიული სიმულაციებისა და პრაქტიკული „ქეისების“ გამოყენებით, BTU სწავლების ინოვაციურ მიდგომებს განავითარებს. ეს ყველაფერი კი სტუდენტებს დინამიკურ ბიზნესგარემოში წარმატებით ოპერირებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.

სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის სტანდარტების და ფორმატის შესაბამისად, სამაგისტრო საფეხურის სასწავლო კურსებში გამოიყენება WEF Transformation Maps-ის ინსტრუმენტი. მისი საშუალებით, სტუდენტები მოახდენენ ნავიგაციას ეკონომიკური, ინდუსტრიული და გლობალური საკითხების კომპლექსურ ქსელში და განივითარებენ ერთიან ყოვლისმომცველ ხედვას. სიახლე BTU-ში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად ინერგება.

აღსანიშნავია, რომ შერჩეული საგნების ლექტორები სტრატეგიული ცოდნის აკადემიის წევრები ხდებიან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებთან ტრენერების ტრენინგს გაივლიან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმა მაღალი ხარისხის ინფორმაციის ღია წყაროა, რომელსაც იყენებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები. ის აერთიანებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის შესახებ, 250 თემის/საკითხის ირგვლივ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება