დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულს აპროტესტებს - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.

ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

„ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით, დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს“, - წერს ნაკაიძე.

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება