ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია China Southern Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის სამზადისთვის ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

„ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება იყო და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ გავზარდოთ სიხშირეები და დავგეგმეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება. 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოს 48,304 ვიზიტორი ეწვია. რაც 2022 წელთან შედარებით 555%-ით მეტია. China Southern Airlines-მა კი 2023 წელს ჯამურად საქართველოში 31,258 მგზავრი გადაიყვანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს