Aqualia-მ „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლებისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა

ესპანური კომპანია Aqualia ევროპული სტანდარტების დანერგვას „ჯივიპიში“ სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად აგრძელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე დაზიანებებზე რეაგირების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, კომპანიაში დამატებითი სპეცტექნიკის შეძენა და ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას განახორციელებს. „ჯივიპის“ ავტოპარკის განახლება და სპეცტექნიკის დამატება Aqualia-ს მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილია. გასულ წელს ჩატარებულმა სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, რომ კომპანიაში არსებული ტექნიკური რესურსი არ იყო საკმარისი პროცესების ეფექტიანად და ოპერატიულად სამართავად. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად „ჯივიპის“ ეყოლება ოპტიმალური რაოდენობის სპეცტექნიკა ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად.“ - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

კომპანიის ინფორმაციით, 4 მილიონამდე ლარის ინვესტიციის ფარგლებში, „ჯივიპიმ“ “ფორდის” მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის, წყალარინების ქსელის საწმენდი ვაკუუმის მანქანა, სასმელი წყლის ავზიანი მანქანები და სპეციალური საევაკუაციო მანქანები შეიძინა. ამასთანავე, „ჯივიპიმ“ ავტოპარკისთვის დამატებით 48 ერთეული “რენოს” მარკის მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი შეისყიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს