ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. მისივე თქმით, ცოლ-ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული 70 წლამდე ქალია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები თავდამსხმელებს ეძებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში