მამუკა მდინარაძე  სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

„რეალურად, ის ინტერესები რაც საქართველოს ევროკავშირთან აერთიანებს უცვლელია, რაზეც ელჩთან ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, სლოვაკეთის ელჩი დაინტერესდა ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტით. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის მხრიდან, წინა წლისგან განსხვავებით, ცოტა სხვა პოზიციაა. ცუდია, რომ ჩვენ მიმართ არის კრიტიკა, თუმცა ამ კრიტიკას სამართლიანად ვერ ჩავთვლით. სხვა ქვეყანა კრიტიკას არ უნდა იღებდეს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში თავად დააინიცირა. ეს არ არის სამართლიანი, ისევე როგორც, თავის დროზე, სამართლიანი არ იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება.

ელჩმა, ჩვენი ქვეყნის მიმართ სლოვაკეთის უდიდესი მხარდაჭერა დააფიქსირა. ჩვენ, სლოვაკეთთან პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებსაც ვაძლიერებთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მთავრობის იმ წარმომადგენლებს, ვინც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მათი დამსახურების შესახებ სტუმარმაც აღნიშნა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რაც კიდევ უფრო მეტი განვითარების საფუძველს იძლევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს