ჯაბა სამუშია რუმინეთში AUF-ის შეხვედრას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა სამუშია რუმინეთში, ქალაქ იაშის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა საბჭოს პრეზიდენტების და ვიცე-პრეზიდენტების სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტმა, იაშშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტუდორელ ტოადერმა უმასპინძლა.

„შეხვედრაზე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ეგიდით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საერთო ფრანკოფონიური სტიპენდიის დანიშვნის საკითხი განიხილეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ფრანგული ენის, საფრანგეთის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია-შესწავლას შეუწყობს ხელს. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ფრანკოფონიული სტიპენდიები შეხვედრაში მონაწილე უნივერსიტეტებში, მათ შორის, თსუ-ში სხვადასხვა მიმართულებით გამოცხადდება და მასში მონაწილეობა ფრანგული ენის მცოდნე სტუდენტებს შეეძლებათ.

AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება