თსუ - წელს, ყველაზე მეტი - 49929 არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გაკეთდა

წელს, ყველაზე მეტი - 49929 არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გაკეთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39317 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტმა, სწორედ, თსუ-შემოხაზა. ასევე, დარეგისტრირებულებიდან ყველაზე მეტის -12 ათასამდე აბიტურიენტის პირველი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

„თსუ 2023-2024 სასწავლო წელს ბაკალავრიატის საფეხურის 100-მდე სასწავლო პროგრამაზე 6865 პირველკურსელს მიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება