ბავშვის უფლებების შესახებ და ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალების პრეზენტაცია გაიმართა

ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, ვინაიდან ყველაზე უკეთ, სწორედ მათ იციან თავიანთი საჭიროებების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არ იციან თავიანთი უფლებები და ამ უფლებათა დაცვის მექანიზმები; მაშინ, როცა ბავშვების ინფორმირება დიდ როლს თამაშობს შესაძლო უფლებადარღვევების პრევენციის, დროული გამოვლენის და სათანადო რეაგირებისათვის, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ღონისძიებაზე, სადაც ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები წარადგინეს.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ბავშვების მონაწილეობით, პროექტი - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მხარდაჭერა - კვლევის, მონიტორინგისა და ბავშვებისთვის ინფორმაციის ადაპტირების საშუალებით“ შეაჯამა.

„გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მომზადებული საინფორმაციო მასალები ბავშვებს პრაქტიკაში მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად დაეხმარება.

ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები ბავშვებისთვის მათი უფლებების და უფლებათა დაცვის მექანიზმების გაცნობას და ბავშვის უფლებების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას ისახავს მიზნად.

სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ამასთან, აპარატის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან ბავშვებს და ატარებენ მათთან საინფორმაციო შეხვედრებს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე ბავშვებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს ბავშვის უფლებებისა და უფლებათა დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის