გიორგი ნონიაშვილი - ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს

ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ადიგენში მომხდარ ინციდენტს.

როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ლახავს არამარტო მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას, არამედ ამით ფუნდამენტურად უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ეს ადამიანები უძალოები და უუნაროები არიან იქ, სადაც რეაგირებაა საჭირო, მაგალითად, მოძალადე ისლამისტ ფუნდამენტალისტებთან ხოლმე, მაგრამ ცინიკურად უსამართლოები არიან კანონმორჩილი მოქალაქეების, მაგალითად, ქართველი მუსლიმების მიმართ, რომელთაც ლოცვის უფლება საკუთარ საკულტო დაწესებულებაში აქვთ.

ეს ვითარება, ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც „ქართული ოცნება“ ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარს, რომელსაც ჩვენი დამფუძნებელი დედები და მამები ქმნიდნენ“, - აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს