The New York Times  - სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის იერიში გარდაუვალია.

„ჩვენ ნამდვილად მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ“, - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

CNN-ის ცნობით, ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება