პაატა მანჯგალაძე - საქართველო ევროპაა  - ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე!

გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს" - ამის შესახებ "გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა

„როგორც ჩანს, ივანიშვილი და ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეები კიდევ უფრო გააბოროტა საქართველოს წარმატებებმა ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ფეხბურთში ჩვენი ბიჭების გამარჯვებებმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ, რაც დე ფაქტო ევროკავშირის წევრობას ნიშნავს და რუსული კანონის მიღებით ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა. გასულ წელს, ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს. საქართველო ევროპაა - ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე იქნება ისტორიის სანაგვეზე!“ - განაცხადა მანჯგალაძემ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია