პაატა მანჯგალაძე - იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!

იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის, როგორც რუსული, ისე ანტიევროპული.

„როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ამას ნეგატიურად აფასებს, ასევ გაეროს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამასთან, ახლა „ფეისბუკიც“ რაღაცას ბლოკავს და გეუბნება არაავთენტური და ყალბია, აქეთ მხარეს კი, მოსწონს რუსეთს და პესკოვს, მაშინ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს? არის, კი ის გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს გაერთიანებისკენ? - არ არის! არის ეს გზა სამუშაო ადგილების შექმნისკენ მიმართული? -არ არის! არის ემიგრანტების დაბრუნებისკენ გზა? - არ არის! მაშინ, რად გვინდა ხელისუფლება, რომელსაც არც სამუშაო ადგილები მოაქვს, არც ემიგრანტებს აბრუნებს, არც ერთიანობა მოაქვს, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება?“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის