თემურ ცამციშვილი - „რუსული კანონის“ მიღება ეკონომიკური კოლაფსისთვის  ხალხის გაწირვას ნიშნავს - იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია.

მისივე თქმით, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას ეკონომიკური კოლაფსისთვის.

„2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით არის შემცირებული, რაც შეეხება იმერეთს - 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი არის განახევრებული და გვაქვს 20 მილიონი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით.

„რუსული კანონის“ მიღება ნიშნავს, პირდაპირ კოლაფსს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ დასრულდება ევროინტეგრაციაზე საუბარი, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას - უმუშევრობისთვის, მიგრაციისთვის და ეკონომიკური კოლაფსისთვის“ - განაცხადა თემურ ცამციშვილმა

გარდა ამისა, აღნიშნულ კანონპროექტზე ისაუბრა, ქუთაისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა შალამბერიძემ.

„ჩვენ კარგად ვხედავთ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში. ეს ციფრები ნათლად მოწმობს იმას, რომ 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით რამდენად დაბლა არის დაწეული ინვესტიციების კოეფიციენტი. „რუსული კანონის“ მიღება ზიანს მოუტანს ქუთაისს, რადგან ნებისმიერი ინვესტორი სწავლობს კონკრეტულ ქვეყანაში, ქალაქში, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, დემოგრაფიულ ,სოციალურ ვითარებას და იმის მიხედვით გადაწყვეტს ხოლმე, ჩადოს თუ არა ინვესტიცია და ამ ციფრებით ნათელია, რომ ინვესტორები დაინტერესებულები საერთოდ არ არიან ჩვენი ქალაქით - ქუთაისით”, -განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება