Financial Times - ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება

ენტონი ბლინკენმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს „შემაშფოთებელი მასშტაბით“ ეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდი თანამშრომლობით აშშ შეშფოთებულია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ამ მიმართულებით სამი ნაბიჯი გადადგან: ამ საკითხზე ჩინეთს პირდაპირ ესაუბრონ, ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით შეშფოთება საჯაროდ გამოხატონ და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას ეხმარებიან შესაბამისი ზომები მიიღონ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუანჯოუში, აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართული დისკუსიების შემდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა შეხვედრების დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანიებმა, განსაკუთრებით ჩინურმა კომპანიებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მატერიალური მხარდაჭერა არ უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს