აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, არსენიო ანდოლონგი ავრცელებს.

ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება.

მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს.

საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება