ექიმი მანანა ჯებაშვილი - ჯანდაცვის სისტემაში ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამის გამო, ექთნების დეფიციტია შექმნილი

ჯანდაცვის სისტემაში ძალიან დაბალი ანაზღაურებებია, როგორც ექიმებისთვის, ასევე ექთნებისთვისაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, - ამის შესახებ პროფესორმა და ექიმმა მანანა ჯებაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯებაშვილის განმარტებით, დაბალი ანაზღაურებები სამედიცინო სექტორში სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რაც შემდეგ მკურნალობის ხარისხზეც ისახება.

„დღეს შევხვდით სამედიცინო საზოგადოებას, სადაც ყველამ ერთხმად აღნიშნა ის პრობლემა, რაც ხელფასებთანაა დაკავშირებული. ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც ექიმებისთვის ასევე ექთნებისთვისაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ექთნების დაბალი ხელფასები ძალიან ამწვავებს მდგომარეობას. ამის გამო, დღეს ექთნების დეფიციტია შექმნილი.

გარდა ამისა, DRG-ის სისტემამ არ გაამართლა და ესეც ძალიან მწვავედ აისახა მკურნალობის ხარისხზე. ასევე ქვეყანაში არ არის განვითარებული არც პირველადი ჯანდაცვა, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ქვეყნებში პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯზე განახევრებულია ავადობა და სიკვდილიანობა. ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც დღეს სამედიცინო სექტორშია“, - განაცხადა ჯებაშვილმა, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება