ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნიგოვის ოლქში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

„შევხვდი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას - წარმოდგენილი იყო ორივე პარტია, კონგრესის ორივე პალატა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები პირადად ხედავენ რა ხდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონებში, რომლებსაც რუსი ტერორისტები ბომბავენ და რომლებმაც რუსული ოკუპაცია გადაიტანეს. კონგრესმენებთან შეხვედრა გუშინ სწორედ ჩერნიგოვის ოლქში ჩავატარე…

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი დახმარების შესახებ, რუსული ტერორისგან დაცვისთვის შესაბამისი პაკეტის შესახებ და ჩვენი შემდგომი აქტიური ქმედებებისთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რაც ნამდვილად გაამყარებს უკრაინას და მთლიანად სიცოცხლეს,” - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი, და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები - ვაილი ნიკელი, ტომ სუოზი, მაიკლ კუიგლი და რესპუბლიკელი წევრები - ეშლი გინსონი და ჩაკ ედვარდსი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია