ვოლოდიმირ ზელენსკი - მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დეპუტატები აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ თავისი პოპულიზმისთვის“.

„რუსებმა შეძლეს ამ კანონით წამოეყენებინათ საკითხი, რომ ჩვენთან ხალხი მზად არის შემდგომშიც დაიცვას სახელმწიფო. და დღეს დასავლეთი გვეკითხება: თუ მობილიზაცია არ გინდათ, პარლამენტის კენჭისყრა არ უნდა, მაშინ რად გინდათ დახმარება?” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინელები პატივს აღარ სცემენ სამხედროებს.

„მივიჩნევ, რომ უკრაინელები პატივს სცემენ ადამიანებს სამხედრო ფორმაში, პატივს სცემენ სამხედროებს. მაგრამ ნამდვილად ძალიან რთულია ქუჩაში დადიოდე, ხოლო რეალურად "ტიკ-ტოკში" ცხოვრობდე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს