ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის ქუჩებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ მძევალ ელად კაცირის ცხედარი აღმოაჩინეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „არჩევნები ახლავე“ და „ბოდიში“.

მოგვიანებით, პოლიციამ თელ-ავივის საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები შეუერთდნენ. დემონსტრანტები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო გაათავისუფლოს დაახლოებით 130 მძევალი, რომლებიც ამ დრომდე ღაზაში რჩებიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თელ-ავივში საპროტესტო აქციაში 100 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო სხვა მონაცემებით, დაახლოებით, 45 000. თელ-ავივში, საპროტესტო აქციაზე ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მძღოლი დააკავეს.

7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო შეტევის შედეგად, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მონაცემებით, „ჰამასმა“ მძევლად ისრაელისა და სხვა ქვეყნების 253 მოქალაქე აიყვანა. დაახლოებით 129 მძევალი გატაცების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება. მათგან 34, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 12 ცხედარი აღმოაჩინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის