რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, თავდასხმის სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ.

”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-მ“, გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული”, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაშავდა ერთ-ერთი მიმდებარე საწარმოს თანამშრომელი.

„შუაღამისას მტერმა განაგრძო ტერორი და შეტევა უკვე სხვა მიმართულებით, Shahed-131/136 ტიპის დრონებით განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალების თითქმის სამსაათიანი საბრძოლო მოქმედების დროს დნეპროპეტროვსკის ცაზე 11 დრონი განადგურდა. ჩამოგდებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენიმე შენობა და ავტომობილი დააზიანა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია