უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17-ვე დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-ის ტიპის 17 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 17-ივე მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, ამ მიზნით Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის დილის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულ საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მტერმა, საერთო ჯამში, 10 სარაკეტო და 88 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 71-ჯერ შეუტია.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს.

საპასუხო შეტევის დროს, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტრის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 14 ადგილს დაარტყა. სარაკეტო ძალების ნაწილებმა კი დარტყმა განახორციელეს რუსების იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ორ ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტსა და საარტილერიო სისტემაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება