ლევან დავითაშვილი - ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში.

დავითაშვილის თქმით, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა.

„ეკონომიკურ საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე, ბოლო აუქციონზე. ეს ინფორმაცია ჩვენ გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ.

ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა თბილისის ახალ აეროპორტზე, მოვისმინეთ რეალურად, შესწავლის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარა. განხილული იყო რამდენიმე ოფცია ახალი აეროპორტის განვითარების და ასევე, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება