ნინო ენუქიძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა

გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო

ენუქიძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, მისმა მოადგილეებმა - ნანა ზამთარაძემ და ირაკლი გელაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასარგებლო წიაღისეულის განკარგვა წარმოადგენს საამაყო, ღირსეულ და ამავე დროს, უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს. ამასთან, განუსაზღვრელია უწყებაში დასაქმებული გეოლოგების როლი დარგის განვითარებაში.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მინერალური რესურსები საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებაში.

„2024 წელსაც გავაგრძელებთ მუშაობას სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტში გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას",- განაცხადა ნინო ენუქიძემ. აპრილის პირველ კვირას, საქართველოში გეოლოგიის დღის აღნიშვნა სათავეს 1966 წლიდან იღებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება