საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული საავტომობილო გზა, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

მათივე განმარტებით, „ამ ეტაპზე, გრძელდება მეწყრული პროცესებისგან დაზიანებულ მონაკვეთებზე დაკვირვება და ბუნებრივია, დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარდება საჭირო სამუშაოები“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ-იანი საავტომობილო გზის 5 ცალკეულ მონაკვეთზე, ჯამში, 215 მეტრზე, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ დააზიანა გზის სავალი ნაწილი.

ამ ეტაპზე, გრძელდება მეწყრული პროცესებისგან დაზიანებულ მონაკვეთებზე დაკვირვება და ბუნებრივია, დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარდება საჭირო სამუშაოები, მას შემდეგ, რაც ამ პროცესებით გამოწვეული ჯდენები სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არ აქვს მიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიას აქვს როგორც რაიმე ხარვეზის გამოსწორების, ისე მეწყრულ მონაკვეთებზე დაკვირვებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.

ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 კმ-ამდე გზაზე მოეწყო ახალი წყალგამტარი რკინა-ბეტონის ხელოვნური ნაგებობები, ფერდის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო