ალექსანდრე კრევო ასათიანი - კობახიძეს გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს

ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, კობახიძეს ახლა გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ და მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იმუშავებს“.

„ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, ინვესტიციები შემოვიტანოთ და ერთად შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად. ტრაგიკულია, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე იმუშავებს“,- ამის შესახებ ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.

ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება