მაია ბითაძე - ფიქრობთ, საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი, ვინც უფრო კარგად იცის რა სჭირდება ამ ქვეყანას? - იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!! თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიით ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს.

ბითაძის თქმით, უცხოელს ვერ ეცოდინება ქართველზე უკეთ, თუ რა სჭირდება საქართველოს.

“მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას ვინც იბრალებს რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!!

თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს.

ჩვენ ვართ ერი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოებრიობის დანგრევას, ვინც გაუძლო საბჭოთა კავშირს, ჯერ სტალინის და დამოუკიდებლობის შემდეგ ნაცების დიქტატურას, ჩვენ ვართ ერი, ვისაც ვერ წაართვეს ენა, ვერ ათქმევინეს უარი სარწმუნოებაზე, ღირსებაზე და ადამიანურ ღირებულებებზე.

ჩვენ ვართ თაობა!!! ვინც გაუძლო 90-იანებს, ძმათა ომს, დევნილობას და ბომბებს სამშობლოს თავზე.

და თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

ლოზუნგით ყველა ციხეში - გვისმენდით, გვიჭერდით, ქონებას, ღირსებას და სიცოცხლეს გვართმევდით;

ჩარეცხილებს გვეძახდით;

ჩვენ ტერიტორიებს რუსეთს აბარებდით;

სტრატეგიული ქონებას რუსებზე ყიდდით;

ესხმოდით თავს და ახლაც ესხმით ჩვენ ეკლესიას;

გვარწმუნებდით და გვარწმუნებთ რომ ქართველობა - ,,ტეხავს” და ვიღაცას უნდა მივბაძოთ!!!

ახლა გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა და მალე ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზაციამ უბრალოდ დაადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალითქო და რას აკეთებთ?!!!

ეძახით უცხოელს დასახმარებლად - წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?!

გვიბლოკავთ პოსტებს და არეპორტებთ ორგანიზებულად;

ცენზურა შემოიღეთ.

ატყუებთ მოქალაქეებს

თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ?

თუ გგონიათ ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?!

ვერა და არა მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაჩენთ ძალიან დიდ შანსს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ! ქართული

p.s. მოდით დამარეპორტეთ!” , - წერს მაია ბითაძე Facebook-ზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო